რატომაა თვითცნობიერება (SELF-AWARENESS) მნიშვნელოვანი?
თვითცნობიერება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უკეთესად გავიცნოთ საკუთარი თავი, უფრო მეტი შევიმეცნოთ, როგორც უნიკალურმა და განსხვავებულმა ინდივიდებმა. ჩვენ გვიძლიერდება ცვლილებების სურვილი. ავაშენოთ საკუთარი სიძლიერეების ტერიტორიები და იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თუ სად გვჭირდება დახმარება.
რას ნიშნავს მოიპოვო თვით ცნობიერება?
თვით ცნობიერება ნიშნავს გაქვს ნათელი აღქმა შენს პიროვნებაზე, თავისთავად მოიცავს შენს საკთარ სიძლიერეებს, სისუსტეებს, ფიქრებს, რწმენებს, მოტივაციას და ემოციებს. თვით ცნობიერება ანიჭბს ადამიანს იმის გაგების საშუალებას, როგორ აღიქვამ შენ სხვა ადამიანებს და ისინიშენ, შენს ქცევებსა და პასუხისმგებლობებს.
რას ნიშნავს ემოიციური თვითცნობიერება?
ემოციური თვით ცნობიერაბა არის ემოციური ინტელექტის ფუნდამენტი. ესაა უნარი გააცნობიერო და გაიგო საკუთარი ემოციები. ადამიანებს, რომლებსაც ეს კომპეტენცია აქვთ, აქვთ უნარი იდენტიფიცირება მოახდინონ უჩინარი განსხვავებებიც კი შეამჩნიონ ემოციებში და გაიგონ, საკუთარი ემოციები რა გავლენას ახდენს მათ ქცევაზე, გადაწყვეტილებაზე და პერფორმანსზე.
თვითცნობიერება ცნობიერების მესამე და უმაღლესი საფეხურია. პირველ - ბაზისურ დონეზე შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერებაა თავმოყრილი; მეორე დონეზე - იმის გაცნობიერება, გააზრება და ასახვა ხდება, თუ რას ვაცნობიერებთ, ხოლო ბოლო საფეხურზე - ანუ თვითცნობიერებაში თავმოყრილია ცნობიერი ცოდნა საკუთარი მახასიათებლების, შეგრძნებების, მოტივებისა და სურვილების შესახებ.
თვითცნობიერების მქონე ინდივიდი აცნობიერებს, რომ მის მიერ პიროვნულად განცდილ მოვლენებს ავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს.
ერთი მხრივ, ეს ცოდნა საშუალებას აძლევს პიროვნებას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები თანმიმდევრულად და პროგნოზირებადად აღიქვას, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ცოდნის საფუძველზე შესატყვისი მოლოდინები უყალიბდება, რომლებიც მის საპასუხო ქცევას განაპირობებენ.
Comments
Post a Comment