რა ხდება კრეატიული ხელოვნების აკადემიაში ?
კრეატიული ხელოვნების აკადემიის მიზანია აღზარდოს თავისუფალი აზროვნების მქონე პიროვნება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა შეუძლია შექმნას საკუთარი საქმიანობა თანამედროვე საზოგადოებაში.
კრეატიულობა, ხელის მოტორიკა , თავდაჯერებულობა, ვიზუალური აღქმის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობის უნარი -
ის მიმართულებებია, რომელთა განვითარებაში ჩვენ ყოველდღიურად ვეხმარებით ბავშვებს.

კრეატიული ხელოვნების აკადემიის
მოსწავლეებისათვის წელიწადში ორჯერ იმართება გამოფენები, საჩვენებელი ღია გაკვეთილები, სხვადასხვა სახის ღონისძიებები (ექსკურსია, გუნდური თამაშები და სხვ.), სისტემატურად ტარდება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, პროექტები და კონკურსები, შეხვედრები ცნობილ ხელოვანებთან...
სასწავლო მეთოდური პროგრამები შემუშავებულია ასაკობრივი შკალის მიხედვით, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით ხდება ჯგუფების დაკომპლექტებაც.
ჩვენთან ფუნქციონირებს შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფები:
1. 4 წლი დან - 6 წლამდე;
2. 6 წლიდან - 8 წლამდე;
3. 8 წლიდან - 12
წლამდე;
4. .
სწავლების მეთოდები
„ჯგუფური
ხატვა“
მასწავლებელი კითუხოლობს რაიმე ამბავს ან ზრაპარს რომელიც შემდეგ ჯგუფის
მიერ ტრანსფორმირდება და ხდება
ვერბალურიდან ნახატის/სიმბოლოების ფორმატში გადაყვანა.
„კრეატიული
დავალებები“
სხვადასხვა სახის კრეატიული დავალებები, როგორც ინდივიდუალური,
ასევე ჯგუფური.
,,თვითჩაღრმავება’’
მუსიკის ფონზე ინდივიდუალური მუშაობა. მუშაობა ხდება ხატვით, ძერწვით, წერილობით, საკუთარი ემოციების და
შეხედულებების გამოსავლენად
.,,სიმულაციური თამაშები’’
.,,სიმულაციური თამაშები’’
რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის გათამაშება. შედგება ოთხი ნაწილისაგან:
1. მიზნისა და ამოცანების ახსნა 2. წესების განმარტება და დროის განსაზღვრა 3. თავად
სიმულაცია, წამყვანი ამ დროს აკონტროლებს დროს, აძლევს უკუკავშირს, და მიუთითებს წესების
დაცვაზე. წამყვანი არ ეუბნება მონაწილეებს რა უნდა აკეთონ და არც პირდაპირ არ ერევა
მოვლენებში. 4. თამაშის გაანალიზება - დებრიფინგი.
,,საველე გასვლა“
მონაწილეების ფიზიკური ტრანსპორტირება საგანმანათლებლო ამოცანისათვის
მნიშვნელოვან ადგილას პირდაპირი დაკვირვებისათვის
,,გონებრივი
იერიში’’
ტექნიკა, რომელიც საშუალებას
იძლევა მოკლე დროში მოხდეს რაც შეიძლება მეტი იდეის გენერირება ჯგუფში. წესები: გარკვევით უნდა გაჟღერდეს მიზანი
(სასურველია დავწეროთ დაფაზე); არ შეიძლება წამოსული იდეების კრიტიკა, ყველაფერი უნდა
დაიწეროს დაფაზე; ხაზი უნდა გაესვას არა იდეების ხარისხს არამედ რაოდენობას; უნდა მოხდეს
წინა იდეებზე დაშენება; ყველა მონაწილისა და ყველა იდეის თანასწორობა. იდეების ჩამოყრის
ფაზის დამთავრების შემდეგ ხდება იდეების კლასიფიცირება, რანჟირება, გაცხრილვა.
რაში მდგომარეობს ამ მეთოდების ეფექტურობა? - როდესაც ბავშვი ერთი თემის ირგვლივ იღებს ცოდნას და პარალელურ რეჟიმში მის რეალიზაციას ახდენს სხვადასხვა თამაშით, იგი გრძნობს ცოდნის მნიშვნელობას, უჩნდება კითხვები და ამ კითხვების პასუხებს თვითონვე პოულობს. უჩნდება განცდა რომ რაღაცას აშენებს და როდესაც ბოლოში გავა შედეგს გრძნობს. ასე უყალიბდება უნარი ისწავლოს, გაიგოს უფრო მეტი და რაც მთავარია მოახდინოს ცოდნის რეალიზება.
- 1. კლუბებში ჩარიცხვა ხდება მოსწავლის (მშობლის) მიერ ანკეტის შევსების საფუძველზე (ანკეტას თან უნდა ერთვოდეს მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი (მშობლის პირადობის მოწმობის ასლი) და მოსწავლის ერთი ფოტოსურათი 3X4).
- 2. ადმინისტრაციასა და მოსწავლეს (მშობელს) შორის იდება ხელშეკრულება.
- 3. ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში იმოქმედებს 10 % -იანი ფასდაკლება;
- 4. სწავლის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველი თვის 10 რიცხვებში წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების სახით;
მოსწავლის საჭირო ინვენტარი:
კრეატიული ხელოვნების კლუბის
წევრი უზრუნველყოფილია სამუშაო ინვენტარის დიდი ნაწილით, მოსწავლე შეიძენს მხოლოდ ინვენტარის იმ ნაწილს, რომელსაც იგი არანორმირებულად ხარჯავს.
ინვენტარი:
სახატავი რვეული კონტურის ფანქარი , საშლელი , მაკრატელი, მშრალი წებო, ფერადი
ფანქრები, ფერადი ფურცლები, საძერწი მასალა, გუაში, კონტეინერი, წინსაფარი ან მაისური.
სასწავლო წელი :
ü სასწავლო წლის ( 1წელი = სექტემბერი - ივლისი) ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი;
ü საშობაო არდადეგები: 29 დეკემბრიდან 8 იანვრამდე
ü საზაფხულო
არდადეგები
საკონტაქტო
ინფორმაცია:
ტელ : 555145719;
gmail: artcreativesacademy@gmail.com
ტელ : 555145719;
gmail: artcreativesacademy@gmail.com
Comments
Post a Comment