ზღაპრების როლი ბავშვის განვითარებაში
რა გავლენას ახდენს ზღაპარი ბავშვის ფსიქოლოგიაზე, როგორ უნდა შეარჩიოთ ზღაპარი ამა თუ იმ პრობლემის დროს, როგორ იკითხება ის და რა დადებითი თუ უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია პატარაზე. ამ თემებზე გადაცემაში ,,FM პედიატრი“ თერაპევტი, გეშტალტთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი საუბრობდა.
რა როლი აქვს ზღაპარს?
ბარბარე ჭკუასელი: ზღაპრების თემა ზოგადად ძალიან საინტერესოა ჩემთვის, რადგან ვმუშაობ უფროსი ასაკის ადამიანებთან. ამავე მიმართულებით ვმუშაობ ძალიან ხშირად პატარებთან, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ჩემი თერაპიული დატვირთვით ზღაპართერაპია ძალიან მადგება ამ პროცესში. ჩემთვის ზღაპარი არ არის მარტო ზღაპარი, ის არის მშობლის და შვილის ურთიერთობის ძალიან კარგი გზა. მინდა განვმარტო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ზღაპარი არ იყოს უბრალოდ მოსმენილი, ეს უნდა იყოს ურთიერთობის ძალიან კარგი გზა, მინდა აღვნიშნო რომ გარდა იმისა, რომ მშობელმა შესაძლოა ზღაპარი წაუკითხოს ბავშვს უმნიშვნლოვანესია ასევე მისი ინტონაცია ამ პროცესში, კერძოდ ის თუ რამდენად ერთად აკეთებს ამას ბავშვი და მშობელი, რამდენად ჩართულია ბავშვი ამ პროცესში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დეტალები, რასაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. ზღაპარი გარდა იმისა, რომ ეს არის პატარა ზომის მოთხრობა, ჩემთვის არის ურთიერთობის ფორმა.
ბავშვების წარმოდგენა სწორზე და არასწორზე, სამართლიანობასა და უსამართლობაზე. რამდენად უწყობს ხელს ბავშვებში მასში შეფარული მომენტების წარმოჩინება და სწავლება?
ბარბარე ჭკუასელი: ბუნებრივია ზღაპარი ეს არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ბავშვი ძალიან ბევრ რაღაცას იგებს. ინფორმაციას იღებს იმაზე თუ როგორ გამოხატოს ან პირიქით მიიღოს სხვისი ემოცია. ამასთან ერთად აქცენტი კეთდება კეთილზე, ბოროტზე, როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემას ადამიანი გაუმკლავდეს. ამიტომ სასურველია ზღაპარი პატარებისთვის გასაგებ ენაზე იყოს დაწერილი. გარდა იმისა, რომ ბავშვებთან ვმუშაობ ამ კუთხით ასევე მყავს პატარები და ზოგჯერ ზღაპრები იმდენად გაუგებარია რომ ჩემთვის როგორც მშობლისთვის ეს ცოტათი მიუღებელია.
როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ზღაპარი პატარებისთვის?
როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ზღაპარი პატარებისთვის?
ბარბარე ჭკუასელი: მე არ მინდა დავაკნინო ძველი ზღაპრები, რომლებიც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მაგრამ რომელშიც ის დაიწერა სხვა დრო იყო და დღეს სხვა. დღეისთვის ჩვენ სოციუმში იმდენი აგრესია და პრობლემა გვაქვს რომ კიდევ ზღაპარშიც რომ აგრესია ჩავდოთ, ჩემთვის, როგორც თერაპევტისთვის მიუღებელია. მე ვფიქრობ რომ მშობელმა სწორედ ისეთი ზღაპარი უნდა აარჩიოს რისი თქმაც უნდა შვილისთვის დღეს, აქ და ამჟამად. ზღაპრებიც უნდა ვცვალოთ, შესაძლებელია ბავშვს მოწონდეს და უკითხავდეთ მაგრამ უნდა შეეცადოთ რომ მუდმივად განაახლოთ და ჩაანაცვლოთ ზღაპრები ახლით. ყველა მშობელს მოვუწოდებ რომელ ზღაპარსაც წაიკითხავთ შემდეგ აუცილებლად იმსჯელეთ ამ ზღაპრის შესახებ, სადაც ზუსტად გაიგებთ, გაიგო თუ არა ბავშვმა ზღაპარი, მოსწონს თუ არა ის, უნდა თუ არა რამე შეცვალო, უბრალოდ გამოხატოს საკუთარი აზრი, რა მოეწონა, რა არა და ა.შ
რა მიმართულებით მუშაობთ ბავშვებთან ზღაპრების ჩართულობით?
ბარბარე ჭკუასელი: ზღაპარს ვიყენებ როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურ თერაპიაშიც. ზღაპარს ყოველთვის სიტუაციას ვარგებ. მაგალითად ვხედავ, რომ ჯგუფში არის შეკრულობის პრობლემა, ასეთ დროს ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, იგივე თემატიკის და შინაარსის ზღაპარს ვუყვები მათ, ანუ ფატიურად შეფარვით ეუბნები შენს სათქმელს, არა ის რომ მას აქვს ეს პრობლემა, არამედ უყვები იმას რომ ზღაპრის გმირებს აქვთ ეს პრობლემა, განიხილავ გადაჭრის გზებს, მივმართავ ორ მიმართულებას, ან ვასრულებ ზღაპარს, ან არ ვასრულებ და ვეკითხები თუ როგორ დაასრულდებოდა ეს ზღაპარი. ძალიან კარგია ჯგუფში ამის განხილვა რადგან თითოეული ბავშვი ასრულებს თავისი ხედვით ზღაპარს, ბოლოს კი ვუყვები თუ როგორ დასრულდა რეალურად.
რამდენად მნიშვნელოვანია ზღაპრის წასაკითხად შევარჩიოთ გარკვეული დრო?
ბარბარე ჭკუასელი: გარკვეული დრო საჭიროა ბავშვისთვის რადგან მას აქვს მოლოდინი. ის ზღაპარი, რომელზედაც ეხლა მე თქვენ გესაუბეთ შესაძლოა გამოვიყენოთ ნებისმიერ დროს როცა კი ამის საჭიროება არსებობს. არის პროცესი, როდესაც როგორც თერაპევტი არ ვთვლი რომ საჭიროა ჩემი ჩართულობა და ვცდილობ მივცე შანსი მშობელს და ბავშვს თავად გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა, მე ფაქტიურად ამ დროს ნდობას ვიჩენ. ყველაზე საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი შენთან ზღაპრით იწყებს საუბარს და მიყვება კონკრეტული გმირების შესახებ. ამ დროს ხვდები რომ ის ყველაფერს კარგად ხვდება, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო თემაა, მაგრამ გზოგავს და პირდაპირ არ გეუბნება სათქმელს. მნიშვნელოვანია ბავშვმა ისწავლოს გაზიარება მაგალითად რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა ეწყინა ან ეტკინა და ა.შ ჩვენ როცა ბავშვებთან ვმუშაობთ ვცდილობთ ადეკვატურად გამოხატონ ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ ბავშვი მივა ამ პროცესებამდე ამას გამოხატავს, ან ტირილით, ან გაბუტვით, ყველაფერი იმით რაც ბავშვს სჭირდება იმისათვის რომ განვითარდეს.
ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც მხოლოდ ზღაპრებშია. მართლა ასე სჭირდება ბავშვს?
ბარბარე ჭკუასელი: ყველას არ სჭირდება. მე მინახავს ბავშვი რომელსაც უთქვამს რომ ეს არ უნდა და სურს ვისაუბროთ ჩემზე და მასზე. თუმცა ეს ბავშვების უმრავლესობას სჭირდება, იმიტომ რომ აღფრთოვანებით ისმენენ ამბავს და ვატყობ მოსწონთ ეს პროცესი. მე მყოლია ბავშები რომელმაც იციან თუ რატომ მოდიან თერაპიაზე, რა პრობლემა აქვთ და რაში სჭირდებათ ის თერაპია რასაც ჩვენთან გადიან. მაგრამ არიან ბავშვები რომლებიც არ არიან ამის გასაცნობიერებლად მზად და არ არიან მზად ამ საყაროს გასაცნობად. ამ დროს არ უნდა იყო ხისტი, პირიქით უნდა მიყვე ამ ყველაფერს ისე რომ ზედმეტად არ ჩაერიო მის სამყაროში. დაეხმარო მას იმაში, რომ არ ჰქონდეს კომუნიკაციური პრობლემები, ემოციების გამოხატვის და აღქმის პრობლემა და ა.შ.
ბარბარე ჭკუასელი: ყველას არ სჭირდება. მე მინახავს ბავშვი რომელსაც უთქვამს რომ ეს არ უნდა და სურს ვისაუბროთ ჩემზე და მასზე. თუმცა ეს ბავშვების უმრავლესობას სჭირდება, იმიტომ რომ აღფრთოვანებით ისმენენ ამბავს და ვატყობ მოსწონთ ეს პროცესი. მე მყოლია ბავშები რომელმაც იციან თუ რატომ მოდიან თერაპიაზე, რა პრობლემა აქვთ და რაში სჭირდებათ ის თერაპია რასაც ჩვენთან გადიან. მაგრამ არიან ბავშვები რომლებიც არ არიან ამის გასაცნობიერებლად მზად და არ არიან მზად ამ საყაროს გასაცნობად. ამ დროს არ უნდა იყო ხისტი, პირიქით უნდა მიყვე ამ ყველაფერს ისე რომ ზედმეტად არ ჩაერიო მის სამყაროში. დაეხმარო მას იმაში, რომ არ ჰქონდეს კომუნიკაციური პრობლემები, ემოციების გამოხატვის და აღქმის პრობლემა და ა.შ.
რეკომენდაციის სახით რომ გვითხრათ, რომელი ზღაპარია ისეთი რომელიც ზიანს არ მიაყენებს ბავშვს.
ბარბარე ჭკუასელი: გაგიკვირდებათ და მე არ მაქვს ასეთი ზღაპარი. უნივერსალური ზღაპარი არის ის რომელიც აქ და ამჟამად სჭირდება და ის ზღაპარი რომელსაც დედა მოუფიქრებს მას, რადგან გაცნობიერდეს მშობლის მხრიდან თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს, რათა ჩაერთოს პროცსში. სხვა დანარჩენი ზღაპარი არის ინფორმაცია რომელსაც უბრალოდ ბავშვი თქვენგან იღებს.
იქნებ გვითხრათ რეზიუმეს სახით. როგორ უნდა მოვუყვეთ ზღაპარი ბავშვს ისე, რომ ეს მისთვის იყოს სასარგებლო, საინტერესო და მხიარული.
ბარბარე ჭკუასელი: ინტონაციის არქონა ზღაპრის დროს - ეს ბავშვისთვის უინტერესოა. თუ უყვებით ბავშვს ზღაპარს, უნდა ჩაერთოთ ბოლომდე, მანერულად, ინტონაციურად და ასევე უნდა გადაამოწმოთ გაიგო თუ არა მან ის რასაც თქვენ უყვებით. ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ მეტი აღქმისთვის თოჯინები, ქვიშა, ასევე შესაძლოა დახატოთ. სწორად შეარჩიეთ დრო და ზღაპარი კონკრეტული პრობლემის დროს. ძალიან კარგია როდესაც ბავშვს ესაუბრებით თქვენ ემოციებზე, განცდებზე. მაგალითად როგორ იქცეოდით მაშინ როდესაც პატარა იყავით, რას გააკეთებდით ისეთ სიტუაციაში, რომელშიც თავად ბავშვია. ეს იქნება დიდი მხარდაჭერა თქვენგან, კონკრეტულად იმ პირისგან რომელიც ბავშვისთვის ავტორიტეტია, ეს შესაძლოა იყო დედა ან მამა.
Comments
Post a Comment